03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო დაზარალებულებს მედიკამენტებით და საყოფაცხოვრებო ნივთებით მოამარაგებს

მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და საყოფაცხოვრებო ნივთები - ეს სჭირდებათ ყველაზე მეტად სასტუმროებში განთავსებულ სტიქიისგან დაზარალებულებს.

ამის დასადგენად ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა 150-მდე ადამიანი გამოკითხეს.

„ეს ყველაფერი გათვალისწინებული იქნება და ჩვენ შევეცდებით, უახლოეს მომავალში დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და საჭიროებები,“ - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

დღეს კი ჯანდაცვის მინისტრი ყველაზე მეტად დაზარალებულ სვანიძის ქუჩაზე მისვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას აპირებს.

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები