03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
სტიქიის ზონაში ინფექციის გავრცელების საფრთხეა

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი და ზოოპარკის ადმინისტრაცია ინფექციის გავრცელების შესაძლო რისკებზე საუბრობს.

უკვე რამდენიმე დღეა ზოოპარკის ტერიტორიაზე მკვდარი ცხოველები იმყოფებიან.

მინისტრ გიგლა აგულაშვილის თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ტერიტორიის გაწმენდა და რისკების შემცირება.

თბილისში უკვე იმყოფებიან და დილიდან ზოოპარკის ტერიტორიაზე ვითარებას სწავლობენ ისრაელისა და ჩეხეთის ზოოპარების წარმომადგენლები. როგორც ცნობილია მათ ასეთ დროს მუშაობის გამოცდილება აქვთ.

სტიქიის ზონაში, კერძოდ სვანიძის ქუჩაზე, ინფექციის თავიდან ასაცილებლად მოხალისეებს სამუშაოს იმ შემთხვევაში აძლევენ, თუ მას გრძელი შარვალი აცვია და ხელთათმანი უკეთია. 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ზოოპარკის ტერიტორია მაქსიმუმ 2 დღეში უნდა დასუფთავდეს. 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები