19 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
როდის შეეხება კოვიდშეზღუდვების შემსუბუქება ფიტნეს დარბაზებს - მთავრობა სპორტულ ობიექტებს სესხების სუბსიდირებას სთავაზობს

ჯერჯერობით უცნობია როდის შეეხება ფიტნეს დარბაზებს​ COVID-პანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება. ბიზნესის ამ სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კოტრდებიან და დახმარებას ითხოვენ.

ფიტნეს კლუბ "ოქტოპუსის" დამფუძნებელი გიორგი ასათიანი ამბობს რომ კომპანიებს უზარმაზარი ზარალი აქვთ და დაგროვილია უამრავი ვალდებულება. ასათიანის თქმით, აუცილებელია ამ სფეროს წარმომადგენლებთან მთავრობის კომუნიკაცია, რათა მოხდეს პრობლემის მოგვარება.

"კურიერთან" საუბრისას ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ სპორტულ ობიექტებს პანდემიის პირობებში დახმარების ფარგლებში "აწარმოე საქართველოს" პროგრამით სესხების სუბსიდირებას სთავაზობენ.

დღის ამბები