გაწმენდით სამუშაოებზე მყოფი მოქალაქეების გამოყვანის ბრძანება დღის 4 საათისთვის კრიზისების მართვის შტაბმა გასცა.
ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიის და გმირთა მოედნის დატოვება დაიწყეს მოხალისეებმა და მაშველებმა. სტიქიისგან დაზარალებული ადგილი დატოვა ჯარმაც.
სტიქიისგან დაზარალებულ ადგილებში ამ დრომდე რჩება სამაშველო და საპატრულო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი. ისინი მდინარე ვერეს ხეობასა და მიმდებარე ტერიტორიას მონიტორინგს უწევენ.
ავტორები: ანი წერეთელი, ეკო მაღრაძე, თამარ ბაღაშვილი, ზვიად იგრიაშვილი, მამუკა ჯინჭარაძე, ზურა მანაგაძე, თამო შალოშვილი.