03 ოქტომბერი 2024,   00:40
ვრცლად
თბილისის ზოოპარკის ახალ პროექტზე "ქართუ ჯგუფი" მუშაობს

არსებობს თუ არა ქალაქში ეპიდემიის გავრცელების საფრთხე?! ყოფილი აბრეშუმის ქარხნის მიმდებარედ ადგილობრივებმა ზოოპარკის დახოცილი ბინადრები აღმოაჩინეს, თუმცა ამ დრომდე ტერიტორიის გაწმენდა არ დაწყებულა.

ხელისუფლების განცხადებით, არც ერთი მტაცებელი ცხოველი ქალაქში არ იმყოფება. თუმცა, ზოოპარკის თანამშრომლები ამ ფაქტს ჯერ ვერ ადასტურებენ და ტერიტორიის სრულად გაწმენდას ელოდებიან, რათა დაღუპული ცხოველების ზუსტი აღრიცხვა მოხდეს.

პარალელურად მიმდიანრეობს მუშაობა ზოოპარკის გადატანის საკითხზე.

პროექტების განხილვა თბილისის მერიაში უკვე დაიწყეს. ერთ-ერთ ვარიანტად დავით ნარმანია თბილისის ზღვის ტერიტორიას ასახელებს, რაც წინა მერის დროსაც განიხილებოდა.

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ვარაუდობს, რომ გმირთა მოედანზე ზოოპარკის ნაცვლად რეკრეაციული პარკი გაშენდება. 

ზოოპარკის გადატანის იდეაზე საუბრობენ თბილისის საკრებულოში.

თვითმმართველობის უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის ერთ-ერთ პროექტზე უკვე მუშაობს ქართუ ჯგუფი.

 

ავტორი: ეკა გაგუა

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები