03 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
სტიქიის სალიკვიდაცი სამუშაოებში ჯარის ჩართვას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

100 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი, - პარლამენტმა შეიარაღებული ძალების ჩართულობას სტიქიის შემდგომ სალიკვიდაციო სამუშაოებში მხარი ერთხმად დაუჭირა.

ამ პროცედურას კონსტიტუციის მე-100-ე მუხლი ითვალისწინებს.

სამხედრო ქვედანაყოფებს სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობას პრეზიდენტის ბრძანებულების შემდეგ პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

საკითხის განხილვამდე სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა.

ამავე თემაზე
დღის ამბები