03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
პროკურატურას მასალები, შესაძლოა, ექსპერტიზის დასკვნამდე გადაეგზავნოს - დავით ნარმანია

ქალაქის მერი დავით ნარმანია გადაცემა არჩევანში ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზის პროექტის შესწვალის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ექსპერტები პროექტის შესახებ დასკვნას მოამზადებენ. 

"ექსპერტების მიერ საკითხის შესწავლა და მათი დასკვნა გვიჩვენებს იმას, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის უნდა გადაეგზავნოს თუ არა პროკურატურას. თუმცა, ექსპერტების დასკვნის გარეშეც შეიძლება გადაეგზავნოს მასალები და ფაქტობრივად არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რათა მათ შესაბამისი საპროცესო ქმედებები დაიწყონ," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 
დღის ამბები