19 მაისი 2024,   16:35
ვრცლად
ახალი მიზნობრივი ბაზარი და საქართველო როგორც უსაფრთხო მასპინძელი - ეკონომიკის მინისტრმა სასტუმროების მფლობელებთან განახლებული სტრატეგიები განიხილა

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან აქტიურ რეჟიმში შეხვედრებს განაგრძობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. ნათია თურნავა ამჯერად სასტუმროების მფლობელებს შეხვდა. წარმოდგენილი იყო 2021 წელს უსაფრთხო ტურიზმის აღდგენის გეგმა, რომელიც საქართველოს მეტი ტურისტის მოზიდვაში უნდა დაეხმაროს. შეხვედრას 30-მდე სასტუმროს წარმომადგენელი ესწრებოდა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი მოხდა ახალ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, სადაც კონკრეტულად განიხილეს ახალი მიზნობრივი ბაზარი და საქართველო, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყანა.

" სასტუმროებთან გვქონდა საუბარი, ჩვენს ახალ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, რომელიც ასახავს პოსტკოვიდ რეაბილიტაციის და აღდგენის პირობებს და დახმარებას ტურიზმისთვის. 

აქ არის კონკრეტულად საუბარი ახალ მიზნობრივ ბაზრებზე, საქართველოს ახალ იმიჯზე, როგორც უსაფრთხო მასპინძელი ქვეყნის და ასევე თანამშრომლობაზე ჩვენსა და სასტუმროებს შორის, სწორედ აი ამ ძლიერი მესიჯის ქვეყნის გარეთ გატანაში, ასევე უსაფრთხოების წესების დაცვაში"- ამბობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

დღის ამბები