03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
სახალხო დამცველი სტიქიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველი სტიქიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამის შესახებ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა თოქ-შოუ არჩევანში ისაუბრა.

ნანუაშვილი აცხადებს, რომ უნდა დადგინდეს სტიქიის მიზეზები და უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები. 

"არის ლეგიტიმური კითხები, თუ რამდენად იყო ამ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს გეოლოგთა მიერ მომზადებული დასკვნები. არის კითხები და ამ კითხვებს პასუხები უნდა გაეცეს. უნდა იქნას შესწავლილი, უნდა დადგინდეს, რამ გამოიწვია სტიქია. ამ ტრაგედიამ უნდა გამოგვაფხიზოლს და გარემოს დაცვის საკითხები უნდა იყოს აღქმული სათანადოდ. უნდა შეიცვალოს სახელმწიფოს დამოკიდებულება. სახეზე გვაქვს ტრაგედია და ამის გამომწვევი მიზეზები უნდა დადგინდეს," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

საუბრის დაწყებისას სახალხო დამცველმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები