სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის შესახებ გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, როგორც საქართველოს ფოსტის მიმდინარე აქტივობა, ასევე გეგმები კომპანიის მართვის ეფექტურობისა გასაზრდელად. საუბარი შეეხო კერძო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობასაც.