პოლიციამ ბათუმში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში ჩართული პირი დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით "ჰეროინი".
ბრალდებულს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.