19 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
სკოლის მერხებთან დაბრუნებული მოსწავლეები და გახსნილი ღია სარესტორნო სივრცეები - ქვეყნის მასშტაბით კოვიდშეზღუდვების შემსუბუქება გრძელდება 

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეები დღეს საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ. იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს შემსუბუქება შეინარჩუნოს, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს დამატებითი რეკომენდაციების შესრულება მოუწევთ.

სკოლებში მაღალი და დაბალი კლასების მოსწავლეები სხვადასხვა დროს მივლენ. მეხუთე კლასის ზემოთ სავალდებულოა პირბადის ტარება, პატარებისთვის კი ნებაყოფლობითი.

სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განახლების პარალელურად მშობლებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ შვილებს ატარებენ სკოლებში თუ განაგრძობენ ონლაინსწავლებას. 

დღეიდან მუშაობა განაახლეს ღია სარესტორნო სივრცეებმაც. თუმცა რეკომენდაციების დაცვა კაფე-ბარებშიც სავალდებულოა. საქართველოს მასშტაბით რესტორნების ღია სივრცეებში სტუმრობა მომხმარებლებს სამუშაო დღეებში დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე შეეძლებათ. შაბათ-კვირას კი სხვა ბიზნესსექტორების მსგავსად მათთვისაც უქმე დღეებია. 

რომელ სექტორს შეეხება შეზღუდვების შემსუბუქება შემდგომ ეტაპზე, ჯერჯერობით უცნობია. გადაწყვეტილება კვირის ბოლომდე უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უნდა მიიღოს.

დღის ამბები