19 მაისი 2024,   17:08
ვრცლად
დალუქულ ბარ "ჯაფარასთან" პარტიის ერთ-ერთ წევრი ღამით ტორტით მივიდა 

აღმაშენებლის გამზირზე დალუქულ ბარ "ჯაფარასთან" მყოფ პოლიციელებთან ზურაბ ჯაფარიძის პარტიის ერთ-ერთ წევრი ღამით ტორტით მივიდა.

ამ ქმედებით ნიკა მუსიაშვილმა გადაადგილების შეზღუდვა დაარღვია, თუმცა თავად ასე არ თვლის.

"სანამ კომენდანტის საათი და კორონა არ დამთავრდება და სანამ მზე დასავლეთიდან არ ამოვა, ისინი ალბათ უფლებას არ მოგვცემენ ბარი გავხსნათ,"- ამბობს ნიკა მუსიაშვილი.

ბარი "ჯაფარასთან" კრიმინალურმა პოლიციამ გუშინ დალუქა. გამოძიება იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებითი დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები