03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
შსს-მ პრევენციული ზომების განხორციელება ზოოპარკის დირექტორის განცხადების საფუძველზე შეწყვიტა - ვახტანგ გომელაური

შსს-მ პრევენციული ზომების განხორციელება ზოოპარკის დირექტორის განცხადების საფუძველზე შეწყვიტა, ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პრემიერთან კრიზისები მართვის საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

"როცა წყალმა დაიწია, ზოოპარკში ვოლიერებში იპოვნეს დახოცილი ცხოველები. დამიკავშირდა ჩემი განყოფილების ხელმძღვანელი იმ ინიციატივით, რომ ხომ არ შევამსუბუქოთ პრევენციული ღონისძიებები ცხოველებთან დაკავშირებით, რადგან პირადად ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, რომ აღარც ერთი ცხოველი დაკარგული არ არისო. ჩვენ მაინც დავტოვეთ რამდენიმე ჯგუფი, იყვნენ მობილიზებული და გრძელდებოდა სამძებრო სამუშაოები", - განაცხადა გომელაურმა.

შს მინისტრის განმარტებით ამ ტერიტორიაზე არა ერთხელ იყვნენ შესულები დასათვალიერებლად, თუმცა ვეფხვი ვერ ნახეს. მინისტრის თქმით გაურკვეველია როგორ მოხდა ვეფხვი საწყობში.

დღის ამბები