03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
ფალიაშვილის ქუჩაზე საგანგებო მდგომარეობაა-სამართალდამცველები ვეფხვს ეძებენ

ფალიაშვილის 52 ნომერში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილზე ერთ-ერთმა მზარეულმა ფანჯრიდან დაინახა ვეფხვი და ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

სამსართალდამცველები საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში იმყოფებიან.

აქვე იმყოფებიან ზოოპარკის თანამშრომლები სპეციალური აპარატურით იმისათვის, რომ მოხდეს ცხოველის დსაძინება.

თვითმხილველების ინფორმაციით მათ ფანჯარასთან პირველ სართულზე დაინახეს ვეფხვი, რის შემდეგაც 112-ის თანამშრომლები გამოიძახეს. კომენტარები ამ ეტაპზე არ კეთდება.  

როგორც ცნობილია ადგილობრივებმა ცხოველი ფალიაშვილზე გუშინაც დაინახეს, თუმცა მისი დაჭერა ამ დრომდე ვერ ხერხდება. 

დღის ამბები