03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ვის ექვემდებარება 112-მოსახლეობა უწყების მუშაობას აკრიტიკებს

სტიქიის შემდეგ მერიამ მთავრობის პირველი სხდომა დახურულ რეჟიმში ჩაატარა. 13-14 ივნისის სტიქია კი პირველია, მას შემდეგ, რაც მერიას საგანგებო სიტუაციების სამსახური ჩამოერთვა.

არც სამაშველო სამსახური და არც სამხედრო ძალები მერს არ ექვემდებარება. 2015 წლის 10 იანვრიდან სამაშველო სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

სტიქიის ღამეს სვანიძის ქუჩის მცხოვრებლები სწორედ ქალაქის მერს სთხოვდნენ მაშველების გამოძახებას, რადგან დაზარალებულების თქმით, მათი ზარები რეაგირების გარეშე დარჩა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ ჯერ კიდევ გუშინ უხვი ნალექისა და სეტყვის, 11 კილომეტრიანი ღრუბლის მოახლოების რისკის გამო მთავრობას სამუშაოების შეჩერება და მოსახლეობის კრიტიკული ზონებიდან გამოყვანა ურჩია. მიაწოდა თუ არა პროგნოზის ინფორმაცია ეროვნულმა სააგენტომ 13 ივნისს უწყებებს, უცნობია. თუმცა გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულებით, მეტეოროლოგიური პირობების შესახებ მონაცემებს სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს ერთი კვირით ადრე უგზავნის.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, თამაზ თხილიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რობების შესახებ მონაცემებს სააგენტო ადგილობრივ თვითმმართველობებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს ერთი კვირით ადრე უგზავნის.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, თამაზ თხილიშვილი.

 
დღის ამბები