03 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
სტიქიის დროს დაკარგულ 27 წლის სერგო კაპანაძეს ისევ ეძებენ

სტიქიის დროს დაკარგულ 27 წლის სერგო კაპანაძეს მისი ახლობლები დღეს დილიდან მზიურის ტერიტორიაზე უშედეგოდ ეძებდნენ. სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოების დროს მზიურში დღეს მხოლოდ 6 ავტომობილი, მათ შორის ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა იპოვეს.

სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები ვერეს ხეობაში დილიდან მიმდინარეობს მაშველები და მოხალისეები კიდევ 5 დაკარგულს ეძებენ.

გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო ბაგებში, სადაც მეწყერი სტიქიის მეორე დღეს ჩამოწვა.

სტიქიის ზონის შესწავლა იტალიელმა გეოლოგმა დაიწყო.

ავტორი: სოფო ზურაბიანი

 
დღის ამბები