03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
თბილისის ცენტრში ვეფხვმა ადამიანი მოკლა

ყოფილი აბრეშუმის ქარხანაში სპეციალური დანიშნულების რაზმი მას შემდეგ მივიდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალბინოსმა ვეფხმა ახალგაზრადა მამაკაცი დაგლიჯა. მას შემდეგ რაც ცხოველისგან სასიკვდილოდ დაზიანებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრება ალბინოსი ვეფხვი შენობაში მოკლეს. ცხოველის თავდასხმამდე შენობაში დაახლოებით 8 ადამიანი იმყოფებოდა.

ცხოველთან მიახლოებას ცდილობდა აფიკელი მამაკაცი, რომელიც სამართალდამცველებს სთხოვდა, რომ მისთვის ვეფხვთან მისვლის უფლება მიეცათ. აფრიკელი მამაკაცი ამბობდა, რომ ის შეძლებდა ცხოველის დაძინებას.

მომხდარიდან მალევე ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღავენელი და დედაქალაქის მერი მივიდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ ცნობა, იმის შეახებ, რომ ქალაქში მტაცებელი ცხოველები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ, ზოოპარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა.

ტრაგედიის ადგილას მივიდა ზურაბ გურიელიძეც. ზოოპარკის დირექტორმა განაცხადა, რომ დღეს დილით დააზუსტა, რომ ზოოლოგიური პარკიდან შესაძლოა კიდევ რამდენიმე ცხოველი ყოფილიყო გაქცეული. რატომ გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია გურიელიძეს განმარტებები, მომხდარის ადგილას არ გაუკეთებია. 

ავტორი დავით ქაშიაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები