03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
"სანამ არ მივიღებთ ჩვენსას მანამდე არ დავიშლებით" - აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

"სანამ არ მივიღებთ ჩვენსას მანამდე არ დავიშლებით"-მთავრობის კანცელარიასთან ამ წუთებში ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეები ანთებული მობილური ტელეფონებით გამოხატავენ მხარდაჭერას. 

ზურაბ გურიელიძეს მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილები უდანაშაულოდ მიიჩნევენ. მათი განცხადებით, თუკი აქციის მონაწილეების თხოვნა არ იქნება გათვალსიწინებული, ისინი უფრო ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობას გეგმავენ. 

 
დღის ამბები