26 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
სიცილიაში ვულკანმა "ეტნა" ლავას შადრევანი ამოაფრქვია
სიცილიაში ვულკანმა ეტნამ ლავას შადრევანი ამოაფრქვია, სააგენტო "ასოშიეით პრესი" ავრცელებს კადრებს, სადაც ლავური ნაკადების განსაცვიფრებელი სანახაობაა დაფიქსირებული, რომელიც ვულკანის მიდამოებში მიედინება.
 
ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი, ეტნა, წელიწადში 14 მილიმეტრი სიჩქარით ხმელთაშუაზღვისკენ სრიალდება.
 
ბრიტანელ მეცნიერთა გუნდი აცხადებს, რომ სიტუაციას ყურადღება უნდა მიაქციონ, რადგან მომავალში ეტნას მოძრაობა შესაძლოა საფრთხედ იქცეს.
 
ეტნა ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევების გამო.
დღის ამბები