მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები ზოოპარკის ტერიტორიაზე. ადგილზე მისული იყო ზოოპარკის დირექტორი, რომელიც თანამშრომლებს გაესაუბრა.
ზურაბ გურიელიძემ დაკარგულ ცხოველებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, ვოლიერები ჯერ კიდევ შლამითაა სავსე, რის გამოც იქ შესვლა და იმის დაზუსტება, ადგილზე იმყოფებიან დაკარგული მტაცებლები თუ არა ვერ ხერხდება.
„საბოლოო ვარიანტით, ერთი ვეფხვია დარჩენილი, თუმცა მკვდარია თუ ცოცხალი არ ვიცით, და ასევე ერთი ზოლებიანი აფთარი,“-განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.
ზოოპარკში გურიელიძე მთავრობის კანცელარიიდან მივიდა, სადაც კრიზისების საბჭოს სხდომას დაესწრო.