03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ამ დრომდე ვერ ხერხდება ვეფხვისა და ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელის დადგენა

ამ დრომდე ვერ ხერხდება ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელის დადგენა. საგანგებო ჯგუფები გვიან ღამით 112-ზე შესულ რამდენიმე ადგილზე იმყოფებოდნენ, სადაც მოსახლეობის ინფორმაციით, შესაძლოა, მტაცებლები ყოფილიყვნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მათ ნადირის ღრიალის ხმა გაიგეს.

ცინცაძის 4 ნომერთან სპეცდანიშნულების რაზმი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობდა. სპეციალისტები იმყოფებოდნენ ნუცუბიძის ქუჩაზე, ხილიანზე და კოსტავაზეც. თუმცა, არც ერთ ადგილზე გარეული ცხოველი არ აღმოჩნდა.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები