03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
მდინარე ვერეს დონის დაწევის შემდეგ რამდენიმე ათეული მანქანა გამოჩნდა

შეუჩერებლად მუშაობენ საგანგებო სამსახურის ბრიგადები მზიურის ტერიტორიაზე. ადგილი იწმინდება შლამისგან და ადიდებული მდინარის მიერ ჩამოტანილი მორებისგან. მაშველები ცდილობენ, სტქიის შედეგად წაქცეული ხეები დაჭრან და სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გადაიტანონ, რომელიც ზამთარში სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადაეცემათ.

მდინარე ვერეს დონის დაწევის შემდეგ რამდენიმე ათეული მანქანა გამოჩნდა. შემოწმდება მანქანები, არის თუ არა გარდაცვლილი ადამიანები.

ამ დროისთვის სტიქიის შედეგად 19 ადამიანია გარდაცვლილილი, დაკარგულად 3 - ითვლება.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები