19 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრო COVAX პლატფორმას განცხადების განმარტებას სთხოვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVAX გააკეთებს განმარტებებს, თუ რატომ მოხდა მისი განცხადების ინტერპრეტაცია.

"დღეს გაჟღერდა ინფორმაცია "ინტერპრესნიუსის" საშუალებით, რომ თითქოსდა საქართველომ არ დააკმაყოფილა და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ COVAX-ს და ვთხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა  "ინტერპრესნიუსის" საშუალებით, რადგან, იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული COVAX-ისგან და ეს არის 22 თებერვლის წერილი, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული "ფაიზერის" მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას  და ქვეყნის მზაობა, რომელიც შეფასდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გავის ექსპერტების და ასევე, COVAX-ის ექსპერტების მიერ არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან, რომელიც დაისვა "ფაიზერის" ულტრა ცივი ჯაჭვის მოთხოვნის მქონე ვაქცინის მისაღებად.

ძალიან უხერხულია იმაზე ლაპარაკი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად. ის, რაც წერია "ინტერპრესნიუსის" განცხადებაში, იკითხება ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რომელიც დააყენა COVAX-მა, რაც არ არის სწორი. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები "ფაიზერისგან", სადაც დაზუსტდება ყველა პირობა და ამას ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი ჩვენ გვექნება ეს დაზუსტებული ხელშეკრულება. ყველაფერი არის მზაობაში, იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმება მოხდეს. 

COVAX გააკეთებს განმარტებებს იმაზე, რომ თუ რატომ მოხდა მისი განცხადების ინტერპრეტაცია," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები