ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ის რომ საქართველო არ მოხვდა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, რომელთაც ვაქცინა პრიორიტეტულად მიეწოდებათ, დამოკიდებულია ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და არა, ხელისუფლების სურვილსა და მოთხოვნაზე:
"ჩვენ უკვე აღარ ვართ Gavi-ის (ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი) მონაწილე ქვეყანა, იმიტომ რომ საქართველო მისი ეკონომიკური სტატუსით გადავიდა შემდეგ ეტაპზე და აღარ არის დაბალშემოსავლიანი ქვეყანა, ამდენად, აქ ჩვენ სურვილზე და მოთხოვნაზე არაა ეს ამბავი. ეს განისაზღვრება ობიექტური ეკონომიკური პარამეტრებით, რომელ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს ქვეყანა. ისინი, რომლებიც ჯერაც მიეკუთვნებიან დაბალშემოსავლიან ქვეყნებს მსოფლიო ბანკის კატეგორიებით მოხვდნენ პრიორიტეტულ ჯგუფში. მაშინ, როდესაც საქართველო უკვე აღარ არის Gavi-ის ქვეყანა, თავად აფინანსებს ვაქცინებს, ეს არის მიღწევა ქვეყნისთვის და ეკონომიკური განვითარების დონეც და ამის მიხედვით მოხდა კატეგორიზება. თუმცა, საქართველო მოხვდა 18 ქვეყანას შორის, რომელსაც პირველ ეტაპზე, კოვაქსისგან უნდა მიეღო პირველ კვარტალში Pfizer-ის და AstraZeneca-ს ვაქცინები. ამდენად, ეკონომიკური სტატუსით რომელ ჯგუფში მოვხვდებით, ეს აბსოლუტურად არაა დამოკიდებული ჩვენს სურვილზე,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.