გარდაბანში მომხდარ აფეთქებაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229 მუხლით დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში მოხდა. დაშავდა ორი ძმა, ერთი მათგანის მდგომარეობა კი მძიმეა. ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.