ტრაგედია გარდაბანში. აფეთქების შედეგად 15 წლის მოზარდი დაიღუპა, დაშავებულია გარდაცვლილის 11 წლის ძმა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ გარდაბანში დაუსახლებელ ადგილას მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ექიმის თქმით, 11 წლის მოზარდის მდგომარეობა სიცოცხლესთან შესაბამისობაშია და ის ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.
მოზარდების ოჯახის წევრებს მიზეზებზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, რომ არ იციან, რამ გამოიწვია აფეთქება.