19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
"შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა" - ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებისთვის საკანონმდებლო ორგანოსგან უკვე მივიდა

საერთაშორისო შუამავლებთან ერთად რამდენიმე საათიანი შეხვედრის მიუხედავად ოპოზიცია გეგმების შეცვლას და აქციებზე უარის თქმას არ აპირებს. ძალაში რჩება დღეს დილიდან პარლამენტის შენობის პიკეტირებაც. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსგან ამ წუთებში უკვე იკრიბებიან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებმა უნდა მოისმინონ ხალხის ხმა.

"დღევანდელი აქციის დევიზია, მოწოდება "შედი ფეხით, გაიგონე ხალხის ხმა". უნდა იგრძნონ დისკომფორტი, მანქანებით, რომ დაბრძანდებიანშებრძანდნენ ფეხით და მოისმინონ რას ეუბნებიან ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი,"-აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროტესტი გაგრძელდება სანამ ძირითადი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

დღის ამბები