19 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში, მნიშვნელოვანია კომპრომისები - კახა კალაძე

დიალოგი უნდა გაგრძელდეს - ასეთია მმართველი პარტიის პოზიცია, თუმცა "ქართული ოცნება" ისევ ასახელებს თემას, რომლის განხილვასაც მოლაპარაკების მაგიდასთან არ აპირებს, ეს რიგგარეშე არჩევნებია.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს არც ახლა და არც მომავალში.

"მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს არ აქვს ალტერნატივა არც ახლა და არც მომავალში. მნიშვნელოვანია კომპრომისები და ეს პროცესები გვაჩვენებს, ვის აქვს სურვილი ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა. კარგი იქნებოდა ეს პარტნიორების გარეშე შეგვეძლოს, დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო.

ქართული პოლიტიკა ისე უნდა განვავითაროთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს ჩვენი მეგობრების ჩართულობის გარეშე შეეძლოთ მაგიდასთან დასხდომა და გადაწყვეტილებების მიღება,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები