19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"ქალები მომავლისთვის"​ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი​ ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებს შეხვდა

"ქალები მომავლისთვის"​ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი​ ბიზნესლიდერთა ფედერაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო დაგეგმილ რეფორმებსა და ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე.

როგორც აღინიშნა "აწარმოე საქართველოში" სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში მონაწილე ქალი მეწარმეების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ეს მაჩვენებელი თითქმის მიუახლოვდა მთლიანი მონაწილეების 50%-ს.

შეხვედრაზე ბიზნესის პოსტპანდემიური კრიზისის დაძლევის გზებზეც იმსჯელეს. ნათია თურნავას თქმით, ბიზნესის ქალ წარმომადგენლებთან გამართული დისკუსია საგნობრივი იყო და საინტერესოდ წარიმართა. 

" 70-ამდე ქალბატონ ბიზნესმენს აერთიანებს ეს ორგანიზაცია, ძალიან ფართო ჩამონათვალი არის ბიზნეს საქმიანობების და სფეროების. ყოველთვის საინტერესო არის ბიზნეს ასოციაციების მოსაზრების მოსაზრების მოსმენა ძალიან საინტერესო და საგნობრივი დისკუსია გაიმართა კონკრეტულ პრობლემებზე რაც ადარდებს ქართულ ბიზნესს,"- ამბობს ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

 

დღის ამბები