03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
"ვეფხვი და აფთარი დაკარგულად ითვლება"-ჯანელიძე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო ინფორმაციით ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი, განცახდება ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა გააკეთა. მინდია ჯანელიძის განცხადებით მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

"ვმუშაობთ აქტიურად როგორც დასუფთავების კუთხით ასევე ვატარებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი. მთელ ქალაქში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ბევრი ზარი შემოდის და ყველაზე ვახდენთ რეაგირებას. მოვუწოდებ მოქალაქეებს სიფხიზლისკენ. უკვე ვგეგმავთ, რომ პროცესში მონადირეები ჩავრთოთ იმედია ეს ღონისძიებები მალე დროულ შედეგს გამოიღებს,"- აცხადებს მინდია ჯანელიძე.

ზოოპარკის ადმინისტრაციაში კი ამბობენ, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში 2 მელიის ცხედარი იპოვეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები