19 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
Wizz Air ფრენებს მარტის ბოლოდან 20 მიმართულებით განაახლებს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, Wizz Air ფრენებს ქუთაისის საერთაშორისი აეროპორტიდან მარტის ბოლოდან განაახლებს. 

"ვიზიარი მარტის ბოლოდან ანახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა იქნება,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია  "ვიზეარ აბუ-დაბი" დაიწყებს.

"მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია "ვიზეარ აბუ-დაბი" და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით,"- აღნიშნა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები