03 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
მტაცებელი ცხოველების ძებნაში ძაღლები და მონადირეები ერთვებიან

მტაცებელი ცხოველების ძებნაში ძაღლები და მონადირეები ერთვებიან. გადაწყვეტილება ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. არსებული ინფორმაციით მობილიზებულია 20-მდე ძაღლი და მონადირეები. 

როგორც კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, მონადირეები ძაღლებთან ერთად სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს იმ გამოძახებაზე გაყვებიან, რომლებიც მტაცებელი ცხოველების აღმოჩენის ფაქტს დაუკავშირდება და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები