19 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
მძიმე მდგომარეობა თბილისის ფსიქიკურ სამედიცინო ცენტრში - სახალხო დამცველის ანგარიშს დაწესებულებაში პასუხობენ

თბილისის ფსიქიკურ სამედიცინო ცენტრში სახალხო დამცველის ანგარიშს პასუხობენ, სადაც დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი. 

ომბუდსმენის ანგარიშში არსებულ შენიშვნებს თბილისის ფსიქიკურ სამედიცინო ცენტრში იზიარებენ და განმარტავენ, რომ არსებული პრობლემები როგორც ბიუჯეტის, ისე ადამიანური რესურსის სიმცირით არის გამოწვეული.

"ტარდება ეს თერაპიები ჩვენთან, მაგრამ მასშტაბის უზრუნველყოფა გვიჭირს სწორედ კადრების სიმცირიდან გამომდინარე. პერსონალისგან ძალადობა კი არ ყოფილა დაფიქსირებული, უბრალოდ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ როდესაც პაციენტი არის გამწვავებულ მდგომარეობაში, შესაძლებელია იმაზე უფრო ხშირად მიმართავენ ფიზიკურ შეზღუდვებს, ვიდრე ეს შესაძლებელია იყოს საჭირო. იმიტომ, რომ არ არის დეესკალაციის შესაბამისი უნარები. კარგი იქნება თუ იქნება პროტოკოლი ამასთან დაკავშირებით და ჩვენ უკვე უფრო ზუსტად გვეცოდინება, როგორ მივყვეთ,“ - ამბობს თბილისის ფსიქიკური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ეკა ჭყონია.

ანგარიშს სახალხო დამცველი აქვეყნებს. ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, პაციენტები ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან დაცული არ არიან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა სექტემბერში შეისწავლეს. 

დღის ამბები