03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
„ზოგი ჭირი მარგებელია,“-ივანიშვილის პირველი განცხადებები სტიქიიდან 5 დღის შემდეგ

„ზოგი ჭირი მარგებელია,“ - ამ ფრაზით გამოჩნდა მედიასთან ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტიქიიდან მეხუთე დღეს. ანდაზა ბიძინა ივანიშვილს ზოოპარკისთვის მიყენებულმა ზარალმა და მისი გადატანის იდეამ გაახსენა.

ზოოპარკის ახალ პროექტში მონაწილეობის გარდა ყოფილი პრემიერი ზარალის შედეგების ლიკვიდაციაშიც ჩაერთვება, თანხას კი იმ ოდენობით გამოყოფს, რომლის მობილიზებასაც მთავრობა, ბიზნესი, თუ სხვა დონორები ვერ შეძლებენ.

სტიქიასთან დაკავშირებით, ივანიშვილს საუბარი პრემიერთან ჰქონდა. ყოფილი პრემიერი მთავრობის საქმიანობით კმაყოფილია.

აღმოჩნდა, რომ ძლიერმა ნალექმა ზიანი მის საკუთრებასაც მიაყენა.

სტიქიის შედეგების მიხედვით საკუთარი გეგმების შეცვლას პროექტ პანორამასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერი არ აპირებს. პოლიტიკაში დაბრუნების გეგმებზე კი ამბობს, რომ ამ შესაძლებლობას იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ ხელისუფლება ხალხის დაკვეთას არ დაემორჩილება. პრემიერთან სატელეფონო ზარების მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს.

პოლიტიკაში დაბრუნების პრაქტიკულ საფუძველს ახლა არ ხედავს და ხელისუფლებაში დაბრუნებას არც ირაკლი ალასანიას უწინასწარმეტყველებს.

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, გიორგი ჩიკვილაძე, ნიკა ვაწაძე. 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები