03 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ეპიდემიის საფრთხე თბილისში - მთავრობა სპეციალურ ზომებს იღებს

დაბინძურებული გარემოსა და სიცხეების გამო ტეტანუსის და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე დედაქალაქში განსაკუთრებით დიდია. სამედიცინო ცენტრებში მოხალისეებს, რომლებმაც მუშაობის დროს სხეულზე დაზიანებები მიიღეს ექიმის კონსულტაცია უტარდებათ, საჭიროების შემთხვევაში კი მათ ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრას უკეთებენ. 

რეკომენდაციებს მოხალისეებს აძლევს ჯანდაცვის მინისტრიც. დავით სერგეენკოს განცხადებით ეპიდემიის საფრთხე დედაქალაქში ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა სტიქიის ზონაში მომუშავე ახალგაზრდებს და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ონკანიდან სასმელი წყლის დალევისგან თავის შეკავებას მაინც ურჩევს. 

დაავადებათა კონტროლის სამსახურის რეკომენდაციების მიხედვით სტქიის ადგილზე და განსაკუთრებით დაბინძურებულ ტერიტორიაზე მომუშავეებს სხეული მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ დაფარული. აუცილებელია მუშაობა ხელთათმანებით და პირბადის გამოყენება.

ავტორი: ეკა გაგუა

ამავე თემაზე
დღის ამბები