03 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
მზიურის პარკში მოხალისეებს დღეს არც საკვები, არც წყალი და არც სამუშაოდ საჭირო ნივთები არ დახვდათ

მზიურის პარკში დასახმარებლად მისულ მოხალისეებს საკუთარ თავზე ზრუნვა მოუხდათ. წინა დღეებისგან განსხვავებით დღეს მათ არც სასმელი წყალი, არც ხელთათმანები და არც პირბადეები დახვდათ.

სამუშაოდ აუცილებელი ატრიბუტები თავად შეიძინეს, საკვები კი მათ ადგილზე მომუშავე სამხედროებმა გაუნაწილეს. სიტუაციის გართულებას მოხალისეები დღის პირველ ნახევარში დაწესდებულ აკრძალვას უკავშირებენ, როდესაც მათ არც სამუშაოებში ჩართვის უფლება მისცეს და არც ტერიტორიაზე უშვებდნენ. 

რისკის ზონად მზიურის ტერიტორია ქალაქის მერმა დღეს დილით გამოაცხადა. რის გამოც მოხალისებს ქალაქის ცენტრში ტერიტორიაზე შესვლა აეკლრაძალათ.

მოხალისების ორგანიზებული სამუშაოების შეჩერების შესახებ განცხადება ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით, სოციალური ქსელის ,,13 ივნისი- მოხალისეთა გაერთიანების ” გვერდზე გავრცელდა. 

მოგვიანებით მოხალისეთა ჯგუფის გვერდი და მათი ორგანიზატორების ანგარიშები საერთოდ გაუქმდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე დაიწყო. 

მოხალისებიი მზიურის ტერიტორიაზე რამდენიმესაათიანი აკრძალვის გაუქმების შემდეგ მაინც შეუშვეს. 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

 
ამავე თემაზე
დღის ამბები