თბილისში სტიქიის დროს დაღუპულებს გლოვობენ, ბათუმში კი მსოფლიო ხალხთა ცეკვების ფესტივალის მონაწილეებმა დღეს ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს, სადაც რუსული დროშებიც ფრიალებდა. რამდენიმე ქვეყნასთან ერთდ წელს, ფესტივალში რუსეთიც მონაწილობს.
საზეიმო ღონისძიებები და რუსეთის დროშები დღის ბოლოს ბათუმელებმა აქციით გააპროტესტეს.
ბათუმის მერია ფესტივალის ორგანიზებათან კავშირს უარყოფს, საქმის კურსში არ იყო აჭარის კულტურისა და განათლების სამინიტროც. ფესტივალის დამფუძნებელი კი ამბობს, რომ ღონისძიება დიდი ხნის წინ დაიგეგმა, მონაწილეები საკუთრი ხარჯით ჩამოვიდნენ, ამიტომ სტქიიის შემდეგ დაგეგმილის გაუქმება ვეღარ მოესწრო.
ადგილობრივმა ბათუმელებმა და არასამთვრობო სექტორმა, დღევადენლი საზეიმო მსვლელობის გარდა 16 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიიდან მესამე დღეს, ბათუმში ქორეოგრაფ იური ბიბილეიშვილს ვარსაკვლავის საზეიმო გახსნა გააპროტესტეს. ამ ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარამომადგენლები ესწრებოდნენ. ოფიციალლური პირების განმარტებით კონცერტი საქველმოქმედო იყო.
ავტორები: სოფო ზურაბიანი.