დრო და ადგილი სიმბოლურია - საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კონსტიტუციის 100 წლისთავზე დედაქალაქის ცენტრში ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტის გარშემო გაერთიანდნენ.
მემორანდუმის ხელმოწერით შეთანხმდნენ, რომ კონსტიტუციის ცვლილებებზე ადამიანის უფლებების დაცვის და თვითმმართველობის მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით იმუშავებენ.
პოლიტიკოსების განცხადებას, რომ 100 წლის წინ მიღებული დოკუმენტი მთავარ გამოწვევებს ვერ პასუხობს, პარტიებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ეთანხმებიან.
ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ გაიზიარეს ფუნდამენტური ცვლილებების იდეა სახალხო ჩართულობით. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საკონსტიტუციო რეფორმების პროცესში რეგიონულ გასვლებს აანონსებენ.
იქ, სადაც კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა უკვე არსებობს, ფიქრობენ, რომ დოკუმენტი სრულყოფილია და ის კრიტიკას არ იმსახურებს. მმართველი გუნდი ოპონენტებს მოუწოდებს, სამოქალაქო პლატფორმის ნაცვლად კონსტიტუციის შეცვლა საკანონმდებლო ორგანოდან სცადონ.
ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მემორანდუმზე უკვე ათეულობით ხელმოწერაა. დოკუმენტი ცვლილებების მსურველი ნებისმიერი მოქალაქისთვის ღიაა.