19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინების დოზა რომელსაც საქართველო ელოდება, სამედიცინო პერსონალისთვის სრულიად საკმარისი იქნება

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ვაქცინების დოზა, რომელსაც საქართველო ელოდება, სამედიცინო პერსონალისთვის სრულიად საკმარისი იქნება.

"ჩვენ სამედიცინო პერსონალი გვყავს 57 000 მოცვის, მაქსიმალური მოცვა ვინც განსაზღვრულია გეგმის მიხედვით, ეს არის 57 000. ამდენად, "ფაიზერის" დოზები, რომელიც ორად უნდა გაიყოს და იქნება 14 000 და ამას კიდევ დაემატება დაახლოებით 40-45 ათასი "ასტრაზენეკა", ეს იქნება ის რაოდენობა, რაც ჩვენ, პირველ ჯგუფს პირველი აცრის ჩატარების საშუალებას მოგვცემს და შემდეგ უკვე, მეორე აცრა მოხდება მეორე ნაკადიდან, რომელიც უნდა ჩამოვიდეს აპრილში.

ვადებთან დაკავშირებით, ინტერვალზე აცრებს შორის 6 კვირას ამბობს "ფაიზერი" და 12 კვირამდე არის უკვე ახალი რეკომენდაციით "ასტრაზენეკა". ადრე უფრო ნაკლებ ხანგრძლივობაზე ვსაუბრობდით, თუმცა ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ 12 კვირიანი ინტერვალი იქნება ოპტიმალური "ასტრაზენეკას" შემთხვევაში. ამდენად, ახალი დამატებითი პარტია როცა შემოვა ვაქცინის, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ დასრულდეს მეორე აცრაც. თუმცა, "ფაიზერი" უნდა გავყოთ და შევინახოთ მეორე აცრისთვის, რადგან ესე სწრაფად უკვე "ფაიზერის" დამატებით დოზებს აღარ ველოდებით,“ - აცხადებს თამარ გაბუნია.

დღის ამბები