03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
განგაში წყნეთში-მაშველები მტაცებელს ეძებენ

ამ წუთებში წყნეთში 112-ის თანამშრომლები მტაცებელს ეძებენ. რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცხოველის ღრიალის ხმა გაიგო და სამაშველო სამსახური გამოიძახა. საპატრულო პოლიციამ სპეცრაზმი გამოიძახა, რომელიც უკვე გასულია ადგილზე მიმსასვლელად.

როგორც "რუსთავი 2-თან" საუბრისას ერთ-ერთმა ადგილობრივმა განაცხადა, ცხოველის ღრიალის ხმა დღეს არაერთხელ გაიგონა რამდენიმესაათიანი შუალედით.

"კურიერი" ადგილზე მუშაობს და უახლეს ინფორმაციას შემოგთავაზებთ. 

დღის ამბები