25 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
აქცია ზესტაფონში - ადგილობრივები ცენტრალური ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ

ზესტაფონში მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ცენტრალური ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურებას აპროტესტებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მათი თქმით, მთავარი ქუჩები ექვსი თვეა პარალიზებულია, რის გამოც უჭირთ საავადმყოფოში, ბაზარსა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებამდე მისვლა.  

მოსახლეობის აქციას "ნაციონალური მოძრაობა" შეუერთდა. ოპოზიცია ქალაქში არსებულ კორუფციაზე საუბრობს. მათი თქმით, ტენდერებში ახლობლების კომპანიებს ამარჯვებინებენ, რომლებიც სამუშაოებს ვერ ასრულებენ.

დღის ამბები