გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო -საკონსულტაცო მუნიციპალური ცენტრის საშუალებით ხორციელდება.
განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას.
ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკით და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით.
სამინისტროში გამართული ღონისძიების ფარგლებში, ხელი მოეწერა შეთანხმებას სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარ ფერმერებსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის. ბენეფიციარები მზად არიან, ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ ფერმერებს, ხოლო მათი მეურნეობები გამოიყენონ სადემონსტრაციოდ.