19 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
ხვალიდან ​პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა იწყება

პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტთა კვლევა 9 მარტიდან იწყება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, პაციენტები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევიან.

მოქალაქეთა ნაწილს, ვინც ვირუსი ბოლო ორი თვის განმავლობაში გადაიტანა, სპეციალისტები დაუკავშირდებიან და კვლევაში ჩართვას სთხოვენ. 

"ჩვენ შედგენილი გვაქვს უკვე სრული სია, იმ თბილისელი მოქალაქეების, რომლებმაც ბოლო ორი თვის მანძილზე გადაიტანეს კოვიდი. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ე.წ. რანდომული პრინციპით მოხდება ამ კოვიდგადატანილი პაციენტების სახელის და გვარის ამოღება ამ სიიდან. მათ დაუკავშირდებიან ჩვენი თანამშრომლები, მოიწვევენ და ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან კვლევაში. უნდა დავადგინოთ, კოვიდგადატანილთა რა პროცენტს უვითარდება პორსტკოვიდური სინდრომი,“ - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები