19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
გორში მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით "პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი დააკავეს

"პატრიოტთა ალიანსის" გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი სექსუალური შინაარსის დანაშაულისთვის დააკავეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცს მოზარდი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედება ბრალი - გოგონა პარტიაში არჩევნების პერიოდში გაიცნო და მასთან ერთად მუშაობდა.

როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება 5 თვის წინ დაიწყო. ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც ბრალდება ემყარება არასრულწლოვან გოგონასა და 24 წლის მამაკაცს შორის მიმოწერაა

"შევამოწმე ჩემი შვილის ტელეფონი, სადაც გამოკვეთილი იყო, რომ არ იყო ეს ჩვეულებრივი უფროსის და არასრულწლოვნის მიმოწერა, რაღაც უხერხული სმს-ები და უხამსი მიმოწერა იყო. ჩემი შვილი იძახდა, რომ ფსიქოლოგიაო,“ - ამბობს გოგონას დედა. 

მამაკაცი დაკავებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 141 მუხლით რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

დღის ამბები