"ევროპის უნივერსიტეტში", უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ესეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა.
"საქართველოს ევროპული მომავალი“ - კონკურსის მთავარი თემაა. მასში მონაწილეობენ მე-11 - მე-12 კლასის მოსწავლეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო, სკოლებიდან. კონკურსის მიზანია ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია.