ცნობილი ბიზნესმენი, "ლოპოტა სპა რეზორტის" დამფუძნებელი გოგა მაისურაძე დღეს დაკრძალეს. ბიზნესმენი მძიმე სენს ერთი წლის განმავლობაში ებრძოდა.
"ლოპოტა სპა რეზორტი" 2008 წელს დაარსდა, როგორც 7-ოთახიანი საოჯახო ტიპის სასტუმრო, მაშინ, როცა ადგილზე იყო მხოლოდ ტბა და ტყე. გოგა მაისურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ბანკები სესხებს თითქმის არ გასცემდნენ და არც არავის სჯეროდა, რომ იქ შეიძლება, ტურისტი ჩასულიყო.
სამომავლო განვითარების გეგმის განხორციელება ბევრს უტოპიად ეჩვენებოდა, თუმცა გოგა მაისურაძემ ცნობილი ქართული ბრენდის შექმნა შეძლო.
ის დღეს ალავერდის ტაძრიდან გაასვენეს.