ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 272 851-ს აღწევს.
COVID-19-ით ქვეყანაში კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს სულ 3 576 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 349 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 266 693-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში საქართველოში სულ 15 919 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 6 210 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 9 709 PCR ტესტით.