19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
"ათასი მშობლის მარში" - ღონისძიება 10 დიდ ქალაქში 17:00 საათზეა დაგეგმილი

"ათასი მშობლის მარში" - კამპანიის ფარგლებში, რომელიც არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო დაიწყო, ხვალ ქუჩაში ის ადამიანები გამოვლენ, ვინც ცვლილებებს ითხოვს.

სისტემური რეფორმა და ამ რეფორმების ფარგლებში კონკრეტული მოთხოვნები - შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი, პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს, განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა, გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა და დადგეს იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ბოლოდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა.

1 000 მშობლის მარში 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიება 10 დიდ ქალაქში 17 საათზეა დაგეგმილი.

დღის ამბები