19 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
9 მარტიდან პოსტკორონავირუსულ სიმპტომებზე იმ პაციენტებს გამოიკვლევენ, რომელთაც COVID-19 დაამარცხეს 

9 მარტიდან ქვეყანა ახალ კლინიკურ კვლევებს იწყებს. გამოიკვლევენ იმ პაციენტებს, რომელთაც COVID - 19 უკვე გადაიტანეს.

კვლევების მიზანია, დადგინდეს ვირუსის გადატანის შემდეგ უმეტესად რა გართულებებს იწვევს ის. უკვე შერჩეულია 500-მდე ადამიანი. კვლევა არის რანდომიზირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შერჩევითი პრინციპით მოხდა პაციენტების ჩართვა. შერჩეული პაციენტები გადიოდნენ მკურნალობას, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე სახლის პირობებში.

მათი გამოკვლევა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე მოხდება.

"როგორ ნაწილდება სხვადასხვა გამოვლინებები და სიმპტომები ამ პოსტკოვიდური სინდრომის, მაგალითად, რამდენ პროცენტს ექნება სასუნთქი სისტემის მხრივ გართულებები, სუნთქვის გაძნელება და ასე შემდეგ.

რამდენ პროცენტს ექნება ნერვული სისტემის მხრივ გართულებები, მაგალითად, თავის ტკივილი, უძილობა, შფოთი, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, ცნობიერების შეცვლა, ჭკუასუსტობა და ასე შემდეგ.

რამდენ პროცენტს ექნება გულის მხრივ ჩივილები. რამდენ პროცენტს ექნება ზოგადი მოვლენები, რომელიც ყველაზე ხშირია, იგულისხმება - სისუსტე, დაღლილობა, კუნთების ტკივილი და ასე შემდეგ.

ამის შემდეგ, როდესაც ეს ყველაფერი გახდება ცნობილი, დაიდება ეს შედეგები და შემუშავდება ღონისძიებები და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ, რა სერვისები უნდა მივაწოდოთ ამ პაციენტებს," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები